Apr 26, 2010
![]() |
იაკობ ჯუღაშვილი: რაც უფრო ვშორდებით სტალინს, მით უფრო ვუახლოვდებით ჰიტლერს ერთი პიროვნების ორი სახე - დიქტატორი თუ ბელადი? ვინ იყო სინამდვილეში სტალინი, რატომ წამოიწია დღეს კატინის თემამ, და რატომ უჩივიან ჯუღაშვილები ”ნოვაია გაზეტას” და ”ეხო მასკვის”? ”ჯორჯიან თაიმსი” იაკობ ჯუღაშვილს ესაუბრა. |
- სტალინის ეპოქა და სტალინის როლი იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებში სრულიად სხვადასხვა რამ არის. სტალინს უწოდებენ დიქტატორს და აბრალებენ იმას, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო. დიქტატორი არის ის, ვისაც აქვს რეალური ძალაუფლება. სტალინს 1941 წლამდე არ ეკავა არანაირი სახელმწიფო პოსტი. მის დაქვემდებარებაში არ იყო არცერთი მილიციონერი და არცერთი ჯარისკაცი, მაგრამ სტალინი იყო ბელადი. მის კოლეგებს ისედაც სჯეროდათ მისი, რადგან სტალინი 1924 წელს არ დაბადებულა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ისინი ერთად მოდიოდნენ რევოლუციული ბრძოლებიდან. კოლეგიალური მმართველობის პირობებში დრომ აჩვენა, რომ რასაც სტალინი ამბობდა თუ წერდა ყოველთვის მართლდებოდა. - მისი პიროვნების შესახებ დღემდე ორი მოსაზრება არსებობს. საქართველოში მას დღემდე ეთაყვანებიან, ხალხის ნაწილი დიქტატორადაც მიიჩნევს. მაინც, რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის კარგი ან ცუდი? - მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ სტალინის საქართველოს, ან თუნდაც რუსეთის მაშტაბამდე ჩამოყვანის. ეს სტალინის დამცირებაა! იგი საბჭოთა კავშირის ბელადი იყო! დღევანდელი რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირი ემსახურებოდა თავის ხალხს. სტალინი დღეს უნდა განიხილებოდეს როგორც გამაერთიანებელი ძალა არა მხოლოდ ქართველი და რუსი ხალხის მიერ, არამედ ყველა იმ ხალხების მიერ, ვინც დღეს იმყოფება დასავლური ფაშიზმის მარიონეტების მმართველობის წნეხის ქვეშ. - ახლახან კატინში დახვრეტილ პოლონელებს მემორიალური ძეგლი დაუდგეს. - მოდით, მოგახსენებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს პოლონეთის შესახებ. 1934 წელს (ანუ გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის ერთი წლის თავზე) პოლონეთი ხდება გერმანიის ოფიციალური მოკავშირე. 1938 წლის ზაფხულში, როდესაც გერმანიამ შემოიერთა ავსტრია, პოლონეთმა არ შეასრულა საკუთარი მოვალეობა თავისი მოკავშირის საფრანგეთის წინაშე და არ შეეწინააღმდეგა გერმანიის მიერ ავსტრიის დაპყრობას. იმავე 1938 წლის შემოგდომაზე მიუნჰენის შეთქმულების შედეგად, არა მხოლოდ გერმანია ყლაპავს ჩეხოსლოვაკიას, არამედ პოლონეთმაც მოაკბიჩა ჩეხოსლოვაკიას ტეშინის ოლქი. ეს ქმედება პოლონეთს არ შეუთანხმებია თავად მიუნჰენის პაქტის მონაწილეებთანაც კი.
საბჭოთა კავშირი, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყანა, არ იყო დაზღვეული კრიზისებისაგან. ეს ნორმალური მოვლენაა. მაგრამ ირ არ ჰგავდა სხვა ქვეყნებს, რადგან მისი ფილოსოფია გაცილებით უფრო პროგრესული იყო. აქედან გამომდინარე, მას სხვაგვარი კრიზისი ემუქრებოდა. საბჭოთა ცივილიზაციის უბედურება იყო ის, რომ მისი ავანგარდი - კომუნისტური პარტია, გახდა პარაზიტული წარმონაქმნი. ეს კარგად ესმოდა სტალინს ჯერ კიდევ 1936 წელს, როდესაც მან დააპირა კომუნისტური პარტიის ფუნქციების შეზღუდვა. 1936 წელს სტალინის მიერ წარდგენილი კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდათ არა მხოლოდ კომპარტიის წევრებს , არამედ უპარტიოებსაც. ეს იყო სტალინის ლაშქარი პარტიული ”ოლიგარქიის” (ანუ პარტიული ორგანიზაციების პირველი მდივნების) წინააღმდეგ. სტალინმა წააგო ეს ბრძოლა, მაგრამ გადარჩა ფიზიკურად. 1952 წელს პარტიის მე-19 ყრილობაზე ისევ სცადა პარტიული ნომენკლატურის შევიწროვება. სამწუხაროდ, ეს მცდელობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, იგი მოკლეს. სტალინის მკვლელობის უშუალო ორგანიზატორის, ხრუშოვის, ანტისტალინური კამპანია იო სხვა არაფერი, თუ არა ჩადენილი დანაშაულის შენიღბვა და სტალინის მიერ წამოწყებული რეფორმების შეჩერება. კომუნისტური პარტია იქცა ანტიკომუნისტების ბუნაგად! რატომ გვიკვირს, რომ დღეს სიტყვები ”კომუნისტი” და ”ბოლშევიკი” არის საგინებელი სიტყვები? მიმაჩნია, რომ გონიერი და პატიოსანი ხალხი ცდილობდა საბჭოთა კავშირის განკურნებას, ხოლო გონებაშეზღუდულებს და ნაძირლებს სურდათ კავშირის მკვლელობა. - მამათქვენმა, ევგენი ჯუღაშვილმა, ”ნოვაია გაზეტას” უჩივლა... - საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს რუსეთში არ არსებობს ნორმლური დისკუსიის პირობები და შეუძლებელია მოითხოვო რომელიმე მასობრივ საშუალებისაგან ან პიროვნებისაგან, აგოს პასუხი თავის სიტყვებზე. ჩვან გამოვიყენეთ სასამართლო, როგორც ალტერნატიული სადისკუსიო არენა. ამან გამოიღო არნახული შედეგი, რადგან ამ პროცსმა გამოააშკარავა ანტისტალინისტების ჭეშმარიტი არსი, მათი გონებრივი სისუსტე და, რაც მთავარია, მათი პოზიციის დამცავი არგუმენტების უქონლობა. ამ სასამართლოსთან დაკავშირებული მასალა გამოიცა ცალკე წიგნის სახით, სახელწოდებით ”სუდ ნად სტალინიმ”. წიგნის ავტორი გახლავთ სასამართლო პროცესის უშუალო მონაწილე იური მუხინი. წაიკითხეთ, არ ინანებთ. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ http://www.jugashvili.com/press/sud_nad_stalinim_1.html ) - თქვენ ახლა მეორე სასამართლო გაქვთ ისევ სტალინთან დაკავშირებით. - ამჟამად მიმდინარეობს მეორე სასამართლო ”ეხო მასკვი” წინააღმდეგ, რომელმაც გამოაქვეყნა მასალები იმის შესახებ, თითქოს სტალინმა მოაწერა ხელი საიდუმლო განკარგულებას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მეცემული 12 წლის ბავშვების დახვრეტის შესახებ. დაფიქრდით, რა მარაზმს ქადაგებს ”ეხო”. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუკი ეს განკარგულება იყო საიდუმლო, როგორ ახერხებდა სასამართლო განაჩენის გამოტანას? დანარჩენს კომენტარს აღარ დავურთავ. დაველოდოთ სხდომას. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ http://www.jugashvili.com/press/ekho_na_skovorodke.html ) - რა შეფასებას მისცემდით ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ მერაბიშვილის ინტერვიუს. სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით? - სტალინის ძეგლი არაფერ შუაშია. მათ არ ასვენებთ სტალინის საქმის სიმართლე და უკვდავება. ერთმა ადამიანმა ჩამოაჱალიბა ფორმულის მაგვარი რამ, რომელიც ასე ჟღერს: რაც უფრო ვშორდებით სტალინს, მით უფრო ვუახლოვდებით ჰიტლერს. მართლაც ასეა. დასავლეთი მიექანება ახალი ჰიტლერისაკენ და თავისი გოშიების მეშვეობით ჩვენც თან მიგვაქანებს. ეკა ბუჩუკური
|
|